ალექსანდრე წულაძე - ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ კარგ მმართველობაზე, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას განათლების ყველა საფეხურზე განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.

როგორც საქართველოს პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, განათლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს, რაზეც მეტყველებს სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლების პრიორიტეტულობაზე მეტყველებს სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში 300%-ით ანუ 4-ჯერ გაიზარდა. ხოლო, მომავალ წელს, ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს და პირველად გადააჭარბებს 3 მილიარდ ლარს“,- განაცხადა წულაძემ.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში სამთავრობო პროგრამა შემუშავებულია იმ პრინციპითა და სულისკვეთებით, რომ მან ხელი შეუწყოს ხელისუფლების მიერ დასახული ეროვნული ამოცანების წარმატებით შესრულებას, მათ შორის, ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნების ჩამოყალიბებას.

ალექსანდრე წულაძემ ქვეყნის მასშტაბით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების, ეკონომიკაზე ორიენტირებული მეცნიერების და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ მიზნით, სამინისტრო მოწოდებულია, ნოვატორული, ჰოლისტური და შედეგზე ორიენტირებული მმართველობით უზრუნველყოს ისეთი სისტემის ფორმირება, რომელიც ორიენტირებული იქნება სამ ძირითად მიმართულებაზე: ყველა ბავშვის, მოსწავლის, სტუდენტისა და ახალგაზრდის პოტენციალის სრულ რეალიზებაზე. შესაბამისად, ყველა საფეხურის მოსწავლის რესურსის განვითარებაზე.

პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების, მკვლევრებისა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემაში მოღვაწე თითოეული პირის პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობაზე. ანგარიშვალდებულებასა და კარგ მმართველობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებაზე. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი პოლიტიკაა განათლების მიმართვა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის პოტენციალის განვითარებაზე, მასში ღირსებისა და ეროვნული ღირებულებების შეგრძნების გაღვივებაზე. ამავდროულად, თანამედროვე გამოწვევებისადმი დროულ და ადეკვატურ რეაგირებაზე და განათლებით ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისათვის საფუძვლის შექმნაზე.

სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზუსტად ასახავს იმ ხედვას და სტრატეგიულ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლის შექმნას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს