ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მიიღებს

28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან. გუშინაც შევხვდით ძალიან ბევრ ევროპარლამენტარს, რომლებიც ხედავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება. 28 ნოემბერს მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი მოწოდება იქნება, რომ გათავისუფლდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან დაუშვებელია ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, მას ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სახით. ეს რეზოლუცია, როგორც ევროპარლამენტარებმა უკვე აღნიშნეს, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა. ეს არის მომენტი, როდესაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა