ლაშა ტალახაძე - ბევრ სპორტსმენს, ვინც წარმატებას აღწევს, გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით - მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება პრემიების ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან რეფორმა?

მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება პრემიების ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან რეფორმა? - შესაბამისი კითხვით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლაშა ტალახაძემ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, თინათინ რუხაძეს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, სადაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

როგორც ტალახაძემ აღნიშნა, სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა ახლა სჭირდება.

„სანაკრებო დონეზე სპორტში 2012 წლიდან ჩართული ვარ. ვხედავ როგორ წინ მივიწევთ და ვითარდება სპორტი. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერაა და მადლობა ამ გვერდში დგომისთვის. ვიტყვი, რომ არამარტო პირად სახეობებში, არამედ გუნდურ სახეობებში ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. მინდა, რომ ეს ასე გაგრძელდეს. ბევრჯერ მიფიქრია და ჩემი სპორტული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ - ხოლმე, რომ ალბათ წარმატების პიკში ვართ. ახლა სჭირდება სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად განავითარებს სპორტს. ბევრ სპორტსმენს, ვინც წარმატებს აღწევს, გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით. ზუსტად ეს მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება პრემიების ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან რეფორმა?“- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ლაშა ტალახაძის პასუხად კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის თინათინ რუხაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც სპორტის სამინისტრო გამოიყოფა, მინისტრობის დაანონსებული კანდიდატი, შალვა გოგოლაძე სპორტსმენების პრობლემებზე უფრო ნაყოფიერად იმუშავებს.

„მადლობა, რომ ჩვენი გუნდის წევრები ხართ. თქვენ და ჩვენდა საბედნიეროდ, როგორც მე ვარ კულტურის წიაღიდან მოსული, შალვაც [შალვა გოგოლაძე] სპორტიდანაა მოსული და ეჭვი მაქვს, რომ სპორტსმენების, მწვრთნელების და სპორტში დასაქმებული ადამიანის პრობლემა მან კარგად იცის. ვფიქრობ, ამ მხრივ ცვლილებები იქნება. გამოიყოფა სპორტის სამინისტრო და შემდეგ უფრო ერთ გუნდად „მიაწვებით“. თუმცა ტერიტორიულად მაინც ერთ წყლებში ვიტრიალებთ, ერთ შენობაში ვიქნებით და რაც უფრო დიდხანს და მჭიდროდ ვიქნებით, კარგი თანამშრომლობაც გვექნება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია