აქცია მიმდინარეობს ფოთშიც, სადაც მოქალაქეები მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმაშენებლის ქუჩაზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მათ ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ევროპულ მომავალს არ დათმობენ.

"ჩვენ ვაპროტესტებთ იმ განცხადებას, რაც გააკეთა ირაკლი კობახიძემ. გამოვედით ქუჩაში აღშფოთებული ადამიანები. მოვუწოდებ ფოთელებს გამოვიდენ. აქციები იქნება იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს და არ დავიბრუნებთ ჩვენს მომავალს, რომელიც უკავშირდება ევროპას“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს