მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან არსებული რკინის ჯებირი მოხსნეს - პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებული რკინის ჯებირი მოხსნეს.

სამართალდამცველებმა გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. პარალელურად ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.

პარლამენტის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და სამართალდამცველები არიან განლაგებული, მათ თითქმის სრულად აქვთ ჩაკეტილი ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს