შსს - რუსთაველის გამზირზე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს - სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება იმოქმედებს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

მიუხედავად, ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, უკვე რამდენიმე საათია აქციის წევრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პიროტექნიკას, შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.

აქციის მონაწილეები აზიანებენ და ცეცხლს უკიდებენ ინფრასტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით, სადაც აღნიშნულმა პირებმა დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი.

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სატელევიზიო ეთერებში.

სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს