აჭარის მთავრობის სახლთან სპეცრაზმიც გამოჩნდა

აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავებთან ერთად სპეცრაზმია მობილიზებული.

პარალელურად, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია-მსვლელობით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის შენობისკენ მიემართებიან. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერს მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი კი აჭარის მთავრობის სახლთან რჩება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულთა შორის არასრულწლოვანია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს