რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური იწყებს მუშაობას

რუსთაველის გამზირზე “თბილსერვისის” თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას იწყებენ.

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს. ამჟამად მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამასთან, სამართალდამცველებმა რუსთაველის თეატრიდან გამოიყვანა მომიტინგეთა ის ნაწილი, რომელიც მანამდე შენობას აფარებდა თავს.

ტერიტორიიდან გაყვანილია წყლის ჭავლის მანქანები, სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები.

გამთენიისას, საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და "თავისუფლების მოედნიდან" ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. ტერიტორიის გასუფთავება დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით, ღამის, 12:00 საათისთვის დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები. თავის მხრივ დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რათა სპეცრაზმისთვის გზა ჩაეხერგათ. სამართალდამცველები აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად აკავებდნენ მომიტინგეებს, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს