ელენე ხოშტარია - ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი უფლებისთვის, სახელმწიფოსთვის და ევროპული მომავლისთვის - ხელისუფლებას ერთადერთი რაც დარჩა, ეს არის რუსულ სტილში მოძალადე დაჯგუფებები

ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი უფლებისთვის, სახელმწიფოსთვის და ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხი განსაზღვრავს დღეს, როგორი იქნება დღე, ღამე და ა.შ.

"ხელისუფლებას ერთადერთი რაც დარჩა, ეს არის რუსულ სტილში მოძალადე დაჯგუფებები. ეს არ არის პოლიცია, ესენი არიან მოძალადე დაჯგუფებები, რომლებიც ახალგაზრდებს სასტიკად უსწორდებიან. უამრავი დაზარალებულია, მათ შორის ჟურნალისტები. სწორედ ამის გასაპროტესტებლად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის. მაგალითად, დღეს დილით ვერ შეძლეს ბავშვების მოტაცება იმიტომ, რომ ხალხი, მშობლები გამოვიდნენ მათ დასაცავად. ხალხმა ძალაუფლება აიღო ხელში",-განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტას საქართველოსთან, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" აღარ არსებობს".

"ქართულ ოცნებას" არავინ აღიარებს, ის არის სრულიად არალეგიტიმური. არცერთი სახელმწიფო არ აღიარებს რუსეთის და ვენესუელას გარდა, მაგრამ აღიარებენ ქართველ ხალხს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ბრძოლა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პერსპექტივა ყველა ჩვენს პარტნიორთან. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არის ლეგიტიმური. ჩვენ გვყავს პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტის გარშემო არის გაერთიანებული. შესაბამისად, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დელეგიტიმაცია დროულად მოხდეს, ეს სისტემა ჩამოიშალოს",-განაცხადა ხოშტარიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია