„თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ - საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მოსახლეობის ისტორიული არჩევანია და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია - საქართველოს მომავალი ევროპაშია

„თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ თანამშრომელთა ნაწილი, ვინც თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში” არიან დასაქმებულნი, მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს, ემიჯნება.

ისინი აქციის მონაწილეთა დაკავებებს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას გმობენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა დაუშვებელია.

„ჩვენ, „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” თანამშრომლები, ვგმობთ უკანონო დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, რომელიც აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია. საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 31 თანამშრომელი აწერს ხელს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია