გორის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორის ცენტრში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ, აპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკრებულოს შენობასთან შეკრებამდე, ათამდე ახალგაზრდა ტრანსპარანტებით გორის მესამე საჯარო სკოლასთან მივიდა და მოსწავლეებს რუპორის საშუალებით მოუწოდა, რომ სასწავლო პროცესი შეეწყვიტათ და აქციას შეერთებოდნენ.

მომიტინგეებთან სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი გამოვიდა და მოუწოდა, დაეტოვებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ხელი არ შეეშალათ სასწავლო პროცესისთვის.

„ვიმყოფებოდით რამდენიმე სკოლასთან, სკოლის მოსწავლეების მხრიდან სურვილი იყო დიდი, რომ დაეტოვებინათ გაკვეთილები და ჩვენთან ერთად დამდგარიყვნენ, თუმცა, გვითხრეს, რომ სკოლის დირექტორმა მათ ამის საშუალება არ მისცა და ჩაკეტილები არიან. ბავშვები ფანჯრებიდან იყურებოდნენ, მხარს გვიჭერდნენ და გვეძახდნენ, რომ სკოლიდან ვერ გამოდიოდნენ. რაც შეეხება სხვა სკოლებს, იქ მათ მასწავლებლებმა არ მისცეს გამოსვლის საშუალება. პირველ საათზე დასრულდება გაკვეთილები და მეგობრები, რომლებიც სკოლიდან ვერ გამოვიდნენ დღეს, მოვლენ ჩვენთან, ხოლო შემდეგ, ხუთ საათზე მოხდება მასშტაბური აქცია რომელშიც ჩავერთვებით სკოლის მოსწავლეებთან ერთად“, - განაცხადა გორის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლემ ლაშა-გიორგი შავარდენიძემ.

„არც ერთი მოსწავლე ჩაკეტილი არ არის, სკოლა არ არის ციხე რომ ჩამეკეტა. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლე უნდა იყოს გაკვეთილზე და აქციის ორგანიზატორების მხრიდან არასრულწლოვანით მანიპულირება არ შეიძლება“, - აღნიშნა მედიასთან მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა