მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია - „მშობლები ვითხოვთ“ მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია - „მშობლები ვითხოვთ“ მიმდინარეობს. ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად არიან მისული.

ადგილზე მათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერიც, წარწერებით: - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „მშობლები ვითხოვთ, კი - ევროპას“.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი უნდა შეაჩეროს.

„დღეს აქ ვართ მშობლები, მცირეწლოვან შვილებთან ერთად. უმეტეს სკოლებში გაფიცვაა გამოცხადებული და სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩვენ ვითხოვთ, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი შეაჩეროს და ჩვენი შვილების მომავალი დაგვითმოს იმ ხალხს, რომლებიც ევროპულ, დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას იმსახურებს. გვინდა საჯარო მოხელეებს შევახსენოთ, რომ ამ ბავშვების მომავალის ინტერესებს უნდა ემსახურონ და არა არალეგიტიმურ, დე-ფაქტო ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ინტერესებს. ეს შეგნებული საბოტაჟია, რასაც ხელისუფლება ფორმალურად ცდილობს გვაღიარებინოს, ამას არ შევეგუებით“, - განაცხადა ნინო რობაქიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს