რატი იონათამიშვილი აშშ-ს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე - სულ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი ბაიდენის ადმინისტრაციას და ეს გადაწყვეტილებაც უფრო მეტად ჰგავდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა დახვდეს, ტრამპის ადმინისტრაციას

სულ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი ბაიდენის ადმინისტრაციას და ეს გადაწყვეტილებაც უფრო მეტად ჰგავდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა დახვდეს, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც 20 იანვრიდან უკვე შეუდგება საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას აშშ-ს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თაობაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, 20 იანვრის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება ის საკითხები, რომელიც დღეს დღის წესრიგში ხელოვნურად დადგა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება ის საკითხები, რომელიც დღეს დღის წესრიგში ხელოვნურად დადგა და ასეთი ეფემერული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინამდვილეში ნამდვილად არ არის კარგი გზავნილი ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნებისათვის და მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ 20 იანვრის შემდეგ იქნება ის ცვლილებები, რომელსაც კეთილსინდისიერი მიდგომები იმსახურებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს