ზურაბ ჯაფარიძე - გზა გვქონდა გადაკეტილი, დაგვაკავეს რამდენიმე ადამიანი - საბოლოოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი გამიფორმეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე განმარტავს, რა ვითარებაში დააკავეს დღეს დილით, აქციაზე და აცხადებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მისი თქმით, დაკავების შემდეგ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც გამოიკითხა.

„გზა გვქონდა გადაკეტილი. დაგვაკავეს რამდენიმე ადამიანი, ზუსტად არ ვიცი, რამდენი. ბევრი პოლიციელი დასდევდა ბევრ ადამიანს და რამდენის დაჭერა მოახერხეს, არ ვიცი. გადაგვიყვანეს ორთაჭალაში, მგონი, კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტი ჰქვია. იქ გავატარე დაახლოებით 4 საათი. გამოკითხვა იყო - რას აკეთებდი, როდის დაიწყე პროტესტში მონაწილეობის მიღება და ა.შ. სტანდარტული კითხვები იყო, ისეთი არაფერი და საბოლოოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი გამიფორმეს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ჯაფარიძე ფიქრობს, რომ აქციების დროს აქტიური ადამიანების დაკავების მიზანი მათთვის პროტესტის გაგრძელების მოტივაციის ჩაკვლაა.

„როგორც წესი, აკავებენ იმას, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს. მათი დაკავება, დროებით მოწყვეტა პროტესტის ზონიდან, მათზე დაკისრებული ჯარიმები, „კაპეზეზე“ გატარებული დღეები - ამით აქტიურ ადამიანებს უკლავენ პროტესტის გაგრძელების მოტივაციას. მაგრამ ჯერჯერობით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს პროტესტი 4 დღეა უწყვეტად გრძელდება და ყოველ დღე არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ ქვეყანაში მოქალაქეები გამოდიან და ფეხზე დგანან“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "ფორმულასთან".

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღეს, გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მსვლელობისას დააკავეს, რამდენიმე საათში კი გაათავისუფლეს. დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია