ლევან იოსელიანი - როცა საქმე ეხება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით რეაგირება ჩვენ არ გვინახავს

გეთანხმებით, რომ პოლიციის შემთხვევაში რეაგირება სწრაფი, მყისიერია. როცა საქმე ეხება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით რეაგირება ჩვენ არ გვინახავს, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, უჩენს თუ არა მას კითხვებს ის ფაქტი, რომ მომიტინგეებზე ძალადობისთვის არც ერთი პოლიციელი პასუხისმგებლობაში მიცემული არ არის, მათზე განხორციელებული თავდასხმისთვის კი მყისიერი რეაგირება ხდება.

იოსელიანის თქმით, სასჯელი დანაშაულის ჩამდენი ყველა პირისთვის გარდაუვალი უნდა იყოს.

„ვეთანხმები, რომ პოლიციის შემთხვევაში რეაგირება სწრაფი, მყისიერია. როცა საქმე ეხება პოლოციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. ყოველ ჯერზე, როცა ამ ინფორმაციას ვითხოვთ, გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ვნახოთ, სადამდე მივა გამოძიება. სამართლის უზენაესობის პრინციპი ესაა, სასჯელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გარდაუვალი უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ის სამართალდამცავია, თუ მოქალაქე. პოლიციელს კიდევ უფრო მეტად მოეთხოვება კანონის დაცვა და თავისი უფლებამოსილების ზედმიწევნით შესრულება",- განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, ძალოვანი სტრუქტურების მიმართ მისი მოწოდების შემდეგ, ხომ არ შემცირდა მომიტინგეებზე ძალადობის ფაქტები, იოსელიანი პასუხობს, რომ ეს ტენდენცია შესამჩნევია.

„ძალადობის მასშტაბი, ჩემი მოწოდების შემდეგ და ალბათ, საზოგადოების ძალიან მკაცრი რეაქციის შემდეგ, შემცირებულია, ამას არ უარვყოფ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს იმ შემთხვევებს, რაც აქ ვნახე. ადამიანები არიან, რომლებიც პოლიციის მხრიდან ძალაუფლების გადამეტებაზე უთითებენ",- განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც, იოსელიანმა ასე უპასუხა:

"როცა ვსაუბრობ პასუხისმგებლობაზე და ზოგადად, სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავ, იქ რა თქმა უნდა, ყველა პასუხისმგებელია, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე მაქვს საუბარი, ვინც უშუალოდ ადამიანების ცემაში მონაწილეობდა. აუცილებელია, ამ ადამიანების პასუხისმგებლობა დადგეს, თუ ეს არ ხდება, ეს უკვე სისტემურ პრობლემას ნიშნავს, რადგან სხვა შემთხვევაში, ან ერთს აქვს ადგილი, ან მეორეს",- განაცხადა იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე