პრემიერი - „ნამახვანი ჰესის" პროექტი აბსოლუტურად გამართული იყო, თუმცა აქციები გაიმართა და ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა

“ნამახვანი ჰესის" პროექტი აბსოლუტურად გამართული იყო, თუმცა აქციები გაიმართა და ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი

უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა - ამის გამო ქვეყანას შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომპანია Enka Renewables-ის საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საარბიტრაჟო დავის წარმოშობის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ დავა გრძელდება.

მისი თქმით, უცხოეთიდან ფინანსდებოდა ზიანი, რომელიც შესაძლოა ქვეყანას მიადგეს.

“გახსოვთ, რა პროცესების საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა. რეალურად, “ნამახვანი ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით თურქულ კომპანიას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება ჰქონდა. პროექტი აბსოლუტურად გამართული იყო, თუმცა საპროტესტო აქციები გაიმართა. ამ აქციებში საეჭვო პირები იყვნენ ჩართული. გარდა ამისა, იყვნენ უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული “ენჯეოები". სამი კონკრეტული „ენჯეო" შეიძლება გამოიკვეთოს, რომელიც იყო ჩართული. მათ შორის - “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, “მწვანე ალტერნატივა“.

უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი ჩვენს ქვეყანაში და ჯერ დავა გრძელდება, მაგრამ ამის გამო ქვეყანას შეიძლება ზიანის ანაზღაურება მოუწიოს და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? უცხოეთიდან ფინანსდებოდა ის ზიანი, რომელიც შესაძლოა, ჩვენს ქვეყანას მიადგეს. ზუსტად ამიტომ არ უნდოდათ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომ ეს შავ-ბნელი საქმეები ენჯეოების ხელით ეკეთებინათ სწორედ შავი ფულით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია