სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკაა მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულის რაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირის მხრიდანაც.

ასევე, საპოლიციო ძალები დგანან როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩაზე. მათ ორივე ქუჩა გადაკეტილი აქვთ კორდონით, შესაბამისად, უკანა მხარეს გადასვლა შეუძლებელია. ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. მათ გამზირი სრულად აქვთ გადაკეტილი.

ცოტახნის წინ, სპეციალური დანიშნულების რაზმა, წყლის ჭავლი გამოიყენა პარლამენტის წინა ფასადიდან, ამის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტს მაინც აგრძელებენ.

მაშინ, როდესაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ წყლის ჭავლს უშვებს, მოქლაქეები სკანდირებენ “მონებო, მინებო”.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია