მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ჩვენი კონსტიტუციური მიზანი - ქართული მხარე არის მზად, ჰქონდეს გახსნილი დიალოგი ევროკავშირთან

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის გზა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, ჩვენი კონსტიტუციური მიზანი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრთან სამინისტროს თანამშრომლების შეხვედრაზე ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციის საკითხს, რა თქმა უნდა, საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი - ეს არის ის გზა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, ჩვენი კონსტიტუციური მიზანი, რომლისკენაც მიდის ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რაც იდგმება, ის განცხადებები, რაც კეთდება, ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ნაკლებად მოხდეს ამ საკითხით სპეკულაციები და ნაკლებად მოხდეს ამ საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აზიანებს ჩვენ მთავარ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას.

რა თქმა უნდა, ხაზგასმით აღვნიშნეთ ისიც, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი, ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ჩვენ უკვე ათი წელია ვასრულებთ. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებას აქვს კიდევ დარჩენილი ნაწილები, რაც შესასრულებელია, რაც, არის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა და შეთანხმების შესრულება არის გამიზნული იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს უკეთ მომზადებული ევროკავშირში წევრობისთვის. ჩვენმა ქვეყანამ მოახერხოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამით შექმნას ის საფუძველი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვანი ადგილი დაიკავოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია ერთი მხრივ და რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც ასევე გულისხმობს დიალოგს პარტნიორებთან. ჩვენ ამის ღია მზაობაც დავაფიქსირეთ, რომ ქართული მხარე ყოველთვის არის მზად ჰქონდეს გახსნილი დიალოგი ევროკავშირთან, ევროინტეგრაციის საკითხებზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა “იმედთან“, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ