ვაჟა სირაძე - არც ერთ ჩვენგანს არ მოსწონს, მაგრამ როცა ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიმე მოქალაქემ შეიძლება მიიღოს დაზიანება - არაერთ პოლიციელს შუბლიდან რკინის საგნები ამოუღეს

თუ მოქალაქეს რაიმე სახის დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია - როდესაც საპოლიციო ძალები ახდენენსამართალდარღვევის აღკვეთას პროპორციული ძალის გამოყენებისას, შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა.

სირაძემ ასევე ისაუბრა დაშავებულ სამართალდამცავებზე და აღნიშნა, რომ არაერთ პოლიციის თანამშრომელს შუბლის არედან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს.

„თუ ვერ ნახეთ მოქალაქეების მხრიდან აგრესია, ძალიან სამწუხაროა. უფრო მეტ ფოტოს განახებთ, სადაც პოლიციის არაერთ თანამშრომელს შუბლის არედან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს. გარდა ამისა, პოლიციელებს წვავდნენ და რაც შეეხება იმ ძალადობრივ ფაქტებს, რასაც თქვენ მანახებთ, თუ მოქალაქეს რაიმე სახის დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. ეს არც პოლიციელს და არც ჩვენს საზოგადოებას არ მოსწონს. სამწუხაროდ, როდესაც საპოლიციო ძალები აღკვეთენ სამართალდარღვევებს შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენებისას შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება. თუ რაიმე გადაცდომა არის, ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც იღებენ შესაბამის ზომებს...

ეს არცერთ პოლიციელს, არცერთ ჩვენგანს, არც საზოგადოებას არ მოსწონს, მაგრამ სამწუხაროდ როდესაც [დაშლის] ღონისძიება მიმდინარეობს და პოლიციური ძალები აღკვეთენ გარკვეულ სამართალდარღვევებს, შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სირაძის თქმით, კადრებში ჩანს, რომ გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ.

სირაძის თქმით, ისინი მოახდენენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„ყველამ დავინახეთ კადრებში, სადაც გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ მოძალადეებისა, რომლებიც პოლიციაზე ძალადობს და დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია“, - განაცხადა სირაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს