საპატრულო პოლიციის უფროსი - გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ, ჩვენ მოვახდენთ იდენტიფიცირებას პოლიციაზე მოძალადეებისა და დაეკისრებათ პასუხისმგებლობა - ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, კადრებში ჩანს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ.

მისი თქმით, ისინი მოახდენენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„ყველამ დავინახეთ კადრებში, სადაც გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ მოძალადეებისა, რომლებიც პოლიციაზე ძალადობს და დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია“, - განაცხადა სირაძემ.

ამასთან, სირაძემ ისაუბრა საპროტესტო აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებსა და საპოლიციო ძალების წარმომადგენლებზე და აღნიშნა: "საპოლიციო ძალების მხრიდან სამართალდარღვევების შესაბამისად აღკვეთისას, პროპორციული ძალის გამოყენებისას შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს გარკვეული სახის დაზიანება მოუწიოს".

სირაძემ, ასევე, ისაუბრა დაშავებულ სამართალდამცავებზე და განმარტა, რომ არაერთ პოლიციის თანამშრომელს შუბლის არედან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს.

„ძალიან ეჭვი მეპარება თქვენს ობიექტურობაში. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ თუ ვერ ნახეთ მოქალაქეების მხრიდან აგრესია, ძალიან სამწუხაროა.

უფრო მეტ ფოტოს განახებთ, სადაც არაერთ პოლიციის თანამშრომელს შუბლის არედან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს. გარდა ამისა, პოლიციელებს წვავდნენ და რაც შეეხება იმ ძალადობრივ ფაქტებს, რასაც თქვენ მანახებთ, თუ მოქალაქეს რაიმე სახის დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. ეს არც პოლიციელს და არც ჩვენს საზოგადოებას არ მოსწონს. სამწუხაროდ, როდესაც საპოლიციო ძალები აღკვეთენ სამართალდარღვევებს შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენებისას შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება. თუ რაიმე გადაცდომა არის, ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც იღებენ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს