მომიტინგეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს, დემონსტრანტები კი საპასუხოდ პიროტექნიკას ისვრიან

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, მეტრო “რუსთაველისკენ” წავიდა, კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სასტუმრო "თბილისი მერიოტის" მიმდებარედ იმყოფებიან, მომიტინგეთა ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ქუჩებზეც. აქციის მონაწილეები არიან ქაშვეთის ტაძრის ეზოშიც.

სპეცრაზმი, რომელიც „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ არის განლაგებული, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. აქციის მონაწილეები კი საპასუხოდ საპოლიციო ძალების მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან.

დემონსტრანტების მხრიდან ისმის შეძახილები: "საქართველოს საქართველო".

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება