რასა იუკნევიჩიანე საქართველოში განხორციელებულ დაკავებებზე - ბიძინა = ლუკაშენკოს და პუტინს, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ადარებს.

„ბიძინა = ლუკაშენკოს და პუტინს. საქართველო არადროს იქნება რუსეთი!“ - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და აღნიშნულ კოალიციაში შემავალი „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა