ადვოკატი - „კოალიცია ცვლილებისთვის“  წევრი საბა სხვიტარიძე იზოლატორში სცემეს, ურტყამდნენ ძირს დავარდნილს

ადვოკატის, სანდრო წერეთლის ინფორმაციით, აქციის დროს დაკავებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი საბა სხვიტარიძე იზოლატორში სცემეს და „სთხოვდნენ დანაშაული ეღიარებინა“.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატი სანდრო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომელმაც საბა სხვიტარიძე და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დროებით მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

„ახლა გამოვედი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. მოვინახულე ორი რეჟიმის მძევალი საბა სხვიტარიძე და ზურა დათუნაშვილი.

ზურას, დაკავებისას სცემეს. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია. საპატრულოს ორმა ნიღბიანმა, მანქანაში მოთავსების შემდეგ იდაყვები ურტყეს თავში, ყური აქვს გატეხილი. მერე აღმოჩნდა, რომ იცნეს ვინც იყო, აღარ შეხებიან, მაინც ოლიმპიელი და მსოფლიო ჩემპიონია, შეეშინდათ ეტყობა.

რაც შეეხება საბას, აქ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. თუ კი აქამდე უდანაშაულო დემონსტრანტებს დაკავებისას ან სატრანსპორტო საშუალებებში უსწორდებოდნენ, ახლა სხვა ლეველზე არიან გადასულები. საბას დაკავებისას არ შეხებიან, მას შემდეგ რაც მიიყვანეს იზოლატორში, აიყვანეს მეხუთე სართულზე გამომძიებელთან შეადგინეს ოქმი, გამომძიებელმა ოთახი დატოვა, შემოვიდა რამდენიმე ნიღბიანი კრიმინალი. როგორც საბა იხსენებს, საკმაოდ ნავარჯიშები, “გეგონება აქციიდან იყვნენ მოხსნილებიო” და სცემეს. თუმცა, აქ ეს არ დასრულებულა, რამდენიმე საათში მოკიდეს ხელი და ახლა უკვე მერვე სართულზე აიყვანეს, სადაც მას სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, საბამ გასცა საკადრისი პასუხი, რის შემდეგაც ისევ გავიდნენ ოთახიდან შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს ურტყამდნენ ძირს დავარდნილს და ყველგან.

აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი ამ ქვეყანაში გარდა ქუჩისა, ჩვენი ერთად დგომა და ბრძოლა ახლა არის ჩვენი მთავარი იარაღი. ამ ბიჭებს და დანარჩენ 400 თანამებრძოლს აქვს ახლა ჩვენი იმედი.

საბა და ზურა ორივე მხნედ არიან და ერთი სული აქვთ როდის დაგვიბრუნდებიან რომ გავყაროთ ეს რუსული წარმონაქმნები ამ ქვეყნიდან.

არ გაჩერდე“,- წერს წერეთელი.

ინფორმაციისთვის, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას საბა სხვიტარიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. რაც შეეხება ზურა დათუნაშვილს, 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ გაურკვეველი პირები დახვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური, რა დროსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს. ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის არ შესრულებას მოიცავს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია