გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, „ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“

სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბიძინა ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, „ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, „ასადის მსგავს ადამიანებთან ამერიკა არასდროს არ ლაპარაკობს“.

სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბიძინა ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, „ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“. ასადის მსგავს ადამიანებთან ამერიკა არასდროს არ ლაპარაკობს. ბიძინა ივანიშვილსა და ასადს შორის განსხვავება არ არის. ეს აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს. პირველ რიგში, მან უნდა იცოდეს და პროპაგანდისტულმა არხებმა, რომელიც ათას სიყალბეს ავრცელებს.

მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთი რანგის შეხვედრაზე წარმოადგინა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ საქართველოს პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეაგირებისკენ.

„კიდევ ერთხელ ჩვენს პარტნიორებს მივმართავ, დროა უკვე უსწრაფესად მოქმედებების, თორემ შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს. მარტო სანქციები კი არა, სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას დამნაშავეების წინააღმდეგ. მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი და მას ელოდება საშინელი განაჩენი და მე ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ!“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა