პრემიერი - შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე, რომ ოპოზიციის ძალადობრივი რესურსი გაენეიტრალებინა - „მაიდნის“ მცდელობა აღიკვეთა!

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ომის პარტიამ“ რუსთაველის გამზირზე ომის მცირე იმიტაცია მოაწყო.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს.

„ჩვენ მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს. მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია. ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის სერიოზული რესურსი. მათ რუსთაველის გამზირზე მოაწყვეს ომის იმიტაცია. ომის პარტიამ მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შსს-ს დასჭირდა ზუსტად ხუთი დღე იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა ოპოზიციის ძალადობის რესურსი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს. ამ დღეების განმავლობაში, მთლიანობაში შსს-მ იმოქმედა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ ასე აღიკვეთა „მაიდნის“ მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ზუსტად 5 დღეში. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რაზეც გამოძიება დაწყებულია. გუშინ შს სამინისტრო საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი განეიტრალებულია, აქაც იყო ძალადობის რიგი შემთხვევები. იყო თავდასხმა პარლამენტის შენობაზე. იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული. რეალურად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს. ახლა გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია 4 პარტია, 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი ყველა ერთად 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. პროტესტი რუსთაველის გამზირზე შინაარსისგან არის დაცლილი. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება. ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ ისინი და ისინი არიან ამ ძალადობის მიმართ ლოიალურად განწყობილები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები