„ევროპის უნივერსიტეტი“ - „ევროპის უნივერსიტეტის“ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ „აკრედიტაცია კანადისგან" უმაღლესი შეფასება მიიღო და პლატინის ხარისხი მიენიჭა

"ევროპის უნივერსიტეტის" "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა" საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა, "აკრედიტაცია კანადის“ (accreditation Canada) უმაღლესი შეფასება მოიპოვა და პლატინის ხარისხი მიენიჭა. ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, "აკრედიტაცია კანადის" პლატინის სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებულია და უფრო მაღალ მიღწევას ასახავს, ვიდრე ოქროს სტანდარტი და გლობალურ სანდოობას უზრუნველყოფს. "აკრედიტაცია კანადა" მსოფლიოში ცნობილია თავისი 60-წლიანი გამოცდილებით. "აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტთა დიდი გუნდი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სპეციფიკის ცოდნითა და ექსპერტიზის მრავალფეროვანი უნარებით. "აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტთა ჯგუფი მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობს. „ევროპის უნივერსიტეტი“ 2022 წლიდან „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სრული პაკეტის მფლობელია, რაც უზრუნველყოფს სასწავლო გეგმაში არსებული პრაქტიკის განხორციელებას. "ჯო ენის საუნივერსიტეტო“ ჰოსპიტალი სრულად განახლებული აპარატურით წარმოადგენს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების მთავარ ბაზას. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ჰოსპიტალში გადიან სტაჟირებას, ერთვებიან კვლევით პროექტებში და მუშაობენ როგორც ექთნის დამხმარის, ასევე ექთნის პოზიციებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია