საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება გორის ხანდაზმულთა სახლში - „შენი თბილი კერა“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ადეიშვილმა გორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს პირველადი დახმარების საგნები და პროდუქტი გადასცეს.

როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, ასოციაცია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის, ასევე, დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

„ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს ღონისძიებებს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებათა ციკლი დეკემბრის დადგომისთანავე დავიწყეთ. პირველი ღონისძიება გორის ხანდაზმულთა სახლში გავმართეთ. ყველაზე საყვარელ ხალხს, ჩვენს მოხუცებს, განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომას ესაჭიროებათ. ამ შეხვედრით ყველა ერთნაირად ბედნიერი იყო, ყველას სიხარულით, სიკეთითა და მადლიერებით სავსე თვალები ჰქონდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს - ყველას, ვინც ქალთა ასოციაციას ამ კეთილ საქმეში გვერდში დაუდგა“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

ხანდაზმულთა სახლის - „შენი თბილი კერა“ - ხელმძღვანელმა ჟუჟუნა წერეთელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქალთა ასოციაციას, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის და სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია