FBI-ის დირექტორი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე თანამდებობას დატოვებს

FBI-ის დირექტორი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე თანამდებობას დატოვებს, - ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ განაცხადა.

„ბიუროს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის მუშაობის დასრულებამდე ვიმსახურო, შემდეგ კი თანამდებობა დავტოვო“, - განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ.

FBI-ის დირექტორის თანამდებობაზე კრისტოფერ ვრეი 2017 წელს დონალდ ტრამპმა დანიშნა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კრისტოფერ ვრეის გადაწყვეტილებას „ამერიკისთვის დიდი დღე“ უწოდა და აღნიშნა, რომ „არ იცის, რა დაემართა მას“.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორის თანამდებობაზე კაშ პატელი წარადგინა, რომლის კანდიდატურაც აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია