ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნებისადმი“ ევროპარლამენტარების კრიტიკული შეფასებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ ევროპული მომავალი არ დაკარგოს

საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგული მეგობრები არიან - „ქართული ოცნებისადმი“ მათი კრიტიკული შეფასებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავალი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება და „ქართული ოცნების“ მხრიდან თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა არის შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებაზე.

„პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩამოსული არიან, ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგული მეგობრები არიან. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დიდი მხარდამჭერები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ ისინი კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ „ქართული ონების“, ეს არის სწორედ იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანები რჩებიან ჩვენი ხალხის ერთგული. ეს კრიტიკული შეფასებები არის ობიექტური და ის ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავალი. დღეს გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ცხადია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით. ეს შეარიგებს საზოგადოებას, ეს თავიდან აგვარიდებს შემდგომ ესკალაციას. ამ გადაწყვეტილების გაწელვა, „ქართული ოცნების“ მიერ თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში არაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ განვმუხტოთ ეს სიტუაცია და განმუხტვის ერთადერთი გზა არის შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებაზე”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო