თბილისში, უნგრეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა

თბილისში, უნგრეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს უნგრეთში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ. მათ საელჩოსთან მიიტანეს აქციების დროს სამართალდამცავების მიერ დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები.

„საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, თბილისში მიმდინარე აქციის დროს, ისეთი მასშტაბური და სისტემურია ის წამება, რომელიც ხორციელდება დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომ ის აღწევს ძალიან დიდი მასშტაბს და შეიძლება ჩაითვალოს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია.

„ჩვენ მოვედით უნგრეთის საელჩოსთან იმიტომ, რომ ბევრი რამ გვაკავშირებს უნგრეთთან. აქ მყოფი ადამიანები, ყველა, ჩვენ ვსწავლობდით ბუდაპეშტში, ძალიან კარგად ვიცნობთ უნგრელ ხალხს და ვიცით, რომ უნგრელი ხალხი მხარს არ უჭერს ძალადობას და წამებას. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორბანმა და უნგრეთის ხელისუფლებამ. ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, წერილები, დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ არაადამიანურ წამებას და მოპყრობას ექვემდებარებიან ადამიანები საქართველოში. აუცილებელია, რომ ორბანის ხელისუფლებამ და უნგრეთის ხალხმა ამის შესახებ იცოდეს და გაითვალისწინონ, რადგანაც უნგრეთი არის ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სანქციებს ბლოკავს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ