განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ცვლილების თანახმად, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს მიეცემათ შესაძლებლობა კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2026 წლის 1-ელ იანვრამდე (ნაცვლად 2025 წლის 1-ელი იანვრისა) ჩააბარონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 530-მდე პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

მისივე თქმით, პრაქტიკოს სპეციალური მასწავლებლებისთვის სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების ვადის 1 წლით გადავადება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ წარმოიშვას კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით მაღალმთიან და შორეული სოფლების საჯარო სკოლებში.

როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, სამინისტრომ ასევე შეიმუშავა სპეციალური მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში სპეციალური მასწავლებლის რიცხვი გაზრდას შეუწყობს ხელს.

დღესვე, კომიტეტმა მე-10 მოწვევის პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელა და მიზანშეუწონლად მიიჩნია აღნიშნული კანონპროექტების განხილვა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია