ეროვნული ბანკი - MONEYVAL-მა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისობის რეიტინგი „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ (Partially Compliant) „მნიშვნელოვნად შესაბამისამდე“ (Largely Compliant) გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ Moneyval-ის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს „მნიშვნელოვნად შესაბამისი“(Largely Compliant) შეფასება აქვს.

Moneyval-ის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მე-15 რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად, რაც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას“.

ვირტუალური აქტივის პროვაიდერების რეგულირებისა და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) მხარდაჭერა.

ინფორმაციისთვის: 2023 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციატივითა და საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ინსპექტირებისა და დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების მნიშვნელოვანი ჩართულობით არაერთი ღონისძიება განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს რეგულატორული და საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც FATF საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ასევე, ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების ეკოსისტემაში AML/CFT რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია