არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი - „ქართულ ოცნებას“ ბიზნესში სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს - ბოლო არჩევნების დროს მმართველ პარტიას 510-მა ადამიანმა 16 მლნ ლარამდე შესწირა

„ქართულ ოცნებას“ ბიზნესში სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს - ბოლო არჩევნების დროს, „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად, 510-მა ადამიანმა 16 მლნ ლარამდე შესწირა,- ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „აიფაქტი“ ავრცელებენ.

მათივე ცნობით, 28 ნოემბრის შემდეგ, საპროტექტო აქციის მხარდამჭერი და „ქვეყნის მთავრობის საგარე კურსის საწინააღმდეგო განცხადება 13-მა ბიზნესასოციაციამ გააკეთა“.

„28 ნოემბრის შემდეგ, საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის წინააღმდეგ განცხადება 13-მა ბიზნეს ასოციაციამ გააკეთა. ინდივიდუალურად საპროტესტო განცხადება გაავრცელა 70-ამდე მსხვილმა და საშუალო ბიზნესმა. ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა; 200-ზე მეტმა მეწარმემ უარი თქვა საახალწლო ბაზრობებში და ღონისძიებებში მონაწილეობაზე. მსხვილი ბიზნესის რამდენიმე წამომადგენელმა ღიად დაუჭირა მხარი ახალ არჩევნებს.

თუმცა „ქართულ ოცნებას“ ქართულ ბიზნესში სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს. ბოლო არჩევნების დროს, „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად, 510-მა ადამიანმა 16 მლნ ლარამდე შესწირა. ეს ადამიანები დაკავშირებული არიან 2,000-ზე მეტ კომპანიასთან.

ყველა ამ კომპანიამ ბოლო ორ წელიწადში, სახელმწიფო ტენდერებიდან 700 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღო.

„ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 2014-2023 წლებში, სახელმწიფო აგროპროექტებიდან 71 მლნ ლარის სუბსიდია მიიღეს. სანაცვლოდ პარტიას 7.7 მლნ ლარი შესწირეს. ამ ეტაპზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, რომლის პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძეა, მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. ის შედგება 130 წევრისგან, რომლებიც, საბოლოოდ, 1200-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას ფლობენ.

წარმოგიდგენთ კომპანიებს, რომლის მფლობელებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი თანხა შეწირეს „ქართულ ოცნებას“:

„ლილო-მოლი“ - 508 ათასი ლარი; „ყაზბეგი“ და თოფაძეებთან დაკავშირებული სხვა კომპანიები - 405 ათასი ლარი; „ნოვა“ - 282 ათასი ლარი; „ივერმედი“ - 280 ათასი ლარი; „აისბერგი 2“ - 195 ათასი ლარი; „დაგი+“ - 166 ათასი ლარი; „ბონდი 2009“ - 155 ათასი ლარი; „ალიანს ლისი“ - 153 ათასი ლარი; „იბეროილი“ - 150 ათასი ლარი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან, პარტიაზე ყველზე მეტი თანხა აქვს შეწირული: „არ ემ ჯი გოლდის“ ყოფილი დირექტორი, დავით ბალანჩივაძე - 472 ათასი ლარი; „გზა“, გიორგი ჭყონია - 460 ათასი ლარი; „ქართუ ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა - 448 ათასი ლარი; „ლილო-მოლი“, გია ანდღულაძე - 397 ათასი ლარი; „მარნისკარი“, ვაჟა ციგროშვილი - 379 ათასი ლარი; „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ზურაბ ჩხაიძე - 300 ათასი ლარი; „დუგლაძეების ღვინის კომპანია”, დავით დუგლაძე - 282 ათასი ლარი; „კ და ქართული სპირტი“, ირაკლი ბექაური - 267 ათასი ლარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში