მამუკა მდინარაძე -  თუ „ხალხის ძალა“ შეძლებს და საზოგადოებას აჩვენებს რეალური ოპონირება რას ნიშნავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება, ვნახოთ!

თუ „ხალხის ძალა“ შეძლებს და საზოგადოებას აჩვენებს რეალური ოპონირება რას ნიშნავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება, ვნახოთ! - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პატივს სცემს „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას.

„შეიძლება დიდი კმაყოფილება ამ ფაქტის გამო არ გამოვთქვა, მაგრამ მათ აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ უნდა დაანახონ საზოგადოებას რეალური ოპონირება რაში მდგომარეობს. თავის მოგონილ თემაზე ბრაზდება დღეს ოპოზიცია. მათ ადამიანები თავისი ბინძური, ჰაერიდან მოტანილი პროპაგანდით დააავადმყოფეს, ოჯახები დაანგრიეს, ერთმანეთს გადაკიდეს. თუ „ხალხის ძალა“ შეძლებს და საზოგადოებას დაანახებს რეალური ოპონირება რას ნიშნავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება, ვნახოთ. თვითონ გადაწყვიტეს ეს, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას და ვნახოთ ამ ამპლუაში როგორ შეძლებენ ისინი, რომ „ქართულ ოცნებას“ საგნობრივ თემებზე ოპონირება გაუწიონ. რთულია, მარტივი არ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება და ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია