ანა ნაცვლიშვილი - პერსონალური სანქციები იმის დასტურია, რომ არჩევნების მიტაცება, საქართველოს მოქალაქეების წამება და მათ წინააღმდეგ მძიმე უფლებადარღვევების ჩადენა, არავის შერჩება

პერსონალური სანქციები იმის დასტურია, რომ არჩევნების მიტაცება, საქართველოს მოქალაქეების წამება და მათ წინააღმდეგ მძიმე უფლებადარღვევების ჩადენა, არავის შერჩება - დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რუსეთის მსახური და ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ დამოკიდებულება უფრო ხისტი გახდება,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა აშშ-ის მხრიდან მორიგი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, სანქციები აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ადასტურებს.

„ეს პერსონალური სანქციები კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ არჩევნების მიტაცება, ქართველი ხალხის ნების გაყალბება, საქართველოს მოქალაქეების წამება და მათ წინააღმდეგ მძიმე უფლებადარღვევების ჩადენა არავის შერჩება. პერსონალური სანქციები აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერისა და სოლიდარობის დადასტურებაა საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მე-15 დღეა უწყვეტად, პრინციპულად და ერთიანად თბილისსა და სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მოძალადე ხელისუფლებასა და მის არა ქართულ, არამედ რუსეთის სასარგებლო პოლიტიკას აპროტესტებენ. პოლიტიკას, რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გააჩერა.

ჩვენ ასევე, ველოდებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ უფრო ხისტ ნაბიჯებს გადადგამს. ასევე, გვაქვს სრული მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია ასევე, იქნებიან ქართველი ხალხის მხარდამჭერები და სოლიდარულები საქართველოში დემოკრატიის მიმართ. ეს ეფუძნება იმ ფაქტებს, რომლებიც სახეზეა; იმ ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც არსებობს აშშ-ს მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ. ასევე, „მეგობარ აქტს“, რომლის მიღებასაც მალე ველით; ასევე, ვნახეთ, რომ ვრცელდება მოქალაქეების მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მიმართვა, რომელსაც უფრო და უფრო მეტი მოქალაქე უერთდება საქართველოში. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში უფრო ხისტი გახდება დამოკიდებულება რუსეთის მსახური და ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საქართველოში დადგება დღე, როდესაც მოძალადე რეჟიმს მოუწევს პასუხი აგოს, რეფორმირებული, სამართლიანი და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მოუწევს პასუხი აგოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

გამოსავალი შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან ერთადერთია - დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება ყველა იმ პირისა, რომელიც ტყვედ ჰყავს აყვანილი რუსეთის მსახურ ხელისუფლებას; იმ პატრიოტი ადამიანებისა, რომლებსაც ბრალი ედებათ ამ ქვეყნის სიყვარულში და მეორე - ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში რეჟიმს არ დარჩენია“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე