პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. პარლამენტის წინ მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს.

აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი სრულად აქვთ გადაკეტილი, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციებს ამ წუთებშიც მართავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც საბოლოდ სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

ქალაქის მასშტაბით თითქმის მთელი დღის მანძილზე მიმდინარე პროტესტების გამო, თბილისში საავტომობილო მოძრაობა, გარკვეულ მონაკვეთებში შეზღუდული იყო.

რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ იურისტები, რომლებიც მანამდე პროტესტს უზენაესი სასამართლოს შენობასთან მართავდნენ.

ასევე, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა ცოტა ხნის წინ IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "საქართველო", "გაიფიცე". მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია