სურამის კვანძი-სოფელი ხევის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ150 (სურამის კვანძი - სოფელი ხევი) მონაკვეთზე, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მათივე ცნობით, კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

„საავტომობილო გზა იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. თუმცა, მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობები რჩება რთული, რის გამოც, ვთხოვთ მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს