დეპუტატები პარლამენტში შეძახილების - „მონებო“, „რუსებო“, „დიპლომი ყაველაშვილს“ - ფონზე შედიან

„მონებო“, „რუსებო“ - ამ შეძახილების ფონზე უწევთ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში შესვლა.

დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ისინი შენობაში 9 აპრილის ქუჩიდან შედიან, სადაც პარლამენტთან მისასვლელი გზა პოლიციას მთლიანად აქვს გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტის წინ დილიდან შეიკრიბნენ, ამ დროისთვის 9 აპრილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს.

ისმის შეძახილები „დიპლომი ყაველაშვილს“.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად დაგეგმილ არჩევნებს აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომელსაც განათლება და დიპლომი არ აქვს, ქვეყნის შეურაცხყოფაა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები მობილიზებული არიან ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის წინა პერიმეტრზე და თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც დგას.

პარლამენტის წინა პერიმეტრი, სადაც განთავსებულია ნაძვის ხე, შემოსაზღვრულია რკინის ჯებირებით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს