დავით მათიკაშვილი - მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად იქნება გამორჩეულად დამახსოვრებადი ჩვენი საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის პოზიტიური, ეროვნული, გამორჩეულად პატრიოტული თვისებებიდან გამომდინარე

მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად იქნება გამორჩეულად დამახსოვრებადი ჩვენი საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის მისი პოზიტიური, ეროვნული, გამორჩეულად პატრიოტული თვისებებიდან გამომდინარე,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილი მიხეილ ყაველაშვილს, რომელსაც პარლამენტში შექმნილი საარჩევნო კოლეგია ქვეყნის პრეზიდენტად ირჩევს.

მათიკაშვილის შეფასებით, „დღევანდელი დღე მკაფიოდ პოზიტიურად ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.

„მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად იქნება გამორჩეულად დამახსოვრებადი ჩვენი საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის მისი პოზიტიური, ეროვნული, გამორჩეულად პატრიოტული თვისებებიდან გამომდინარე, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მიხეილ ყაველაშვილს გააჩნია და ეს ყველამ ჩვენ, ძალიან კარგად ვიცით მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია ისეთ ადამიანს, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება ამ თანამდებობას და თუკი მართლები ვიქნებით და თვალებს სიმართლეს გავუსწორებთ, ეს არის ის მოცემულობა, ის კარგი მაგალითი, რაღაც აღარ უნდა განმეორდეს საქართველოს ისტორიაში. პრეზიდენტად წოდებულის საქმიანობის ძირითად მიმართულებასაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა, ბულინგი, საკუთარი ხალხის შეურაცხყოფა და რეალური, არსებითი პრობლემების დანახვაზე თვალის დახუჭვა იყო და არის დღეს, სამწუხაროდ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. შესაბამისად, მინდა სრულიად საქართველოს დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე მივულოცო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს