სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება.

„ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო