თბილისში „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფანები მსვლელობას მართავენ

ფილარმონიიდან საფეხბურთო კლუბების - “რეალისა” და “ბარსელონას” ფანების ერთობლივი მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა და მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.

ისმის შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს”.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “თუ რეალი და ბარსა ერთიანდებიან, საქართველოც გაერთიანდება”.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ითხოვენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, “რომელსაც “ქართული ოცნება” ასე თვალწინ და უტიფრად ართმევს”.

“ქვეყნის სიყვარულს შეუძლია საუკუნოვანი დაპირისპირებული ფანებიც კი გააერთიანოს. ერთად ვდგავართ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ვითხოვთ ქვეყნის უკეთეს მომავალს, რომელსაც “ქართული ოცნება” ასე თვალწინ და უტიფრად გვართმევს”, - განაცხადა აქციის მონაწილე აბელი მაისურაძემ.

ამასთან, აქციის კიდევ ერთი მონაწილის, სალომე წულაიას თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა - ქვეყანაში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები.

დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე აქცია-მსვლელობა იგეგმება. ამ დროისთვის მარჯანიშვილის მოედნიდან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით უკვე დაიძრნენ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს