პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე „სამეზობლოს მსვლელობა“ მიმდინარეობს

პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე „სამეზობლოს მსვლელობა“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა დაიწყეს.

მსვლელობის მონაწილეები ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.

აქციის მონაწილეებმა ქავთარაძის ქუჩის ნაწილობრივ გადაკეტვაც მოახერხეს.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“.

მათ ადგილზე საქართველოს ეროვნული დროშა აქვთ მიტანილი. ასევე ბანერები, რომელზეც აქციების დროს დაკავებული და ნაცემი აქციის მონაწილეები არიან გამოსახულები.

„ჩვენი ახალგაზრდობა ციხეებში სამშობლოს სიყვარულისთვის ზის. კანონის უზენაესობა ფეხქვეშ არის გათელილი“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსვლელობის მონაწილეები ხელახალ არჩევნებსა და გასული აქციების დროის დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 19 დღეა მიმდინარეობს.

ასევე, დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობაც არის დაგეგმილი.

აქციათა ციკლის მოთხოვნები უცვლელია - აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს