შრომის პოლიტიკის 10 წელი და ევროპული ინტეგრაცია საქართველოში

2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ იკისრა ვალდებულებები შრომის სფეროში განეხორციელებინა ევროკავშირის სამართალსა და სტანდარტებთან დაახლოება. საქართველოს შრომის კოდექსმა განიცადა მნიშვნელოვანი რევიზია, მიღებულ იქნა ახალი კანონები და კანონქვემდებარე აქტები. რეფორმებისა და ცვლილებების ფონზე, დაგროვდა ბევრი შეკითხვა - ახალი ნორმების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე. ამ მიზნით ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ასოციაციის "ევროპის დროით" მიერ, სამი წლის მანძილზე, ხორციელდებოდა პროექტი "შრომის სამართლის ყოველთვიური ბიულეტენი". შრომის ბიულეტენი პასუხობდა ყველაზე აქტუალურ და პრაქტიკულ შეკითხვებს შრომის პოლიტიკის სფეროში. შეკითხვებს სვამდნენ დამსაქმებლები, დასაქმებულები, პროფესორები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, HR სპეცილისტები, იურისტები. 3 წლის განმვლობაში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა აისხა წიგნში "შრომის სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტი". აქ არის ა) პასუხები შეკითხვებზე, ბ) სასამართლო პრაქტიკა, გ) შრომის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალი და დ) ავტორთა სხვა ნამუშევრები ევროკავშირის შრომის სამართალთან დაახლოების სფეროში. წიგნის ატორები არიან პროფესორი ეკატერინე ქარდავა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკა გასიტაშვილი.

იხ. წიგნი:

https://southcaucasus.fes.de/fileadmin/Publications/2024/Book_Labour_online_version_final_2024.pdf

ასოცირების შეთანხმების დადებიდან გავიდა 10 წელი. ამ წლების განმავლობაში ევროკომისია აქვეყნებდა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიურ ანგარიშებს, სადაც ასახავდა მიღწეულ ამოცანებს და სამომავლო რეკომენდაციებს. პროგრესის შეფასების ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენდა შრომისა და დასაქმების პოლიტიკა. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ასოციაციის "ევროპის დროით" თავმჯდომარის ეკატერინე ქარდავას მიერ მომზადდა ბროშურა, სადაც ასახულია 10 წლის მანძილზე საქართველოს შრომის პოლიტიკის განვითარების დინამიკა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს, როგორ აფასებდა ევროკომისია საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო, საიმპლემენტაციო და ინსტიტუციურ რეფორმებს შრომის სფეროში.

იხ.ბროშურა:

https://southcaucasus.fes.de/fileadmin/Publications/2024/10_Years_of_Labour_Policy_ENG_final.pdf

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

eka_kardava@yahoo.com

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს