ჯანდაცვის სამინისტროსთან კურიერები აქციას მართავენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კურიერები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათ დაკავებული კურიერის მხარდამჭერი ბანერი აქვთ მოტანილი: „თავისუფლება ირაკლის“.

„ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სისტემის მიერ დაკავებულია 19 წლის კურიერი. მისი და საზოგადოების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ კურიერები. არის უამრავი დასახიჩრებული და მოწამლული ადამიანი, ჩვენ ტყუილად არ შევიკრიბეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ერთი მესიჯი გვინდა გავუშვათ მათი მისამართით, როდესაც წამლავენ ადამიანებს, ერთი განცხადება მაინც უნდა გაკეთდეს. სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც 300-ზე მეტი ადამიანია დასახიჩრებული, ერთი ე.წ. "ტიტუშკა", ზონდერი და სამართალდამცავი არ არის დაკავებული",- განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი დიასამიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან 14:00 საათზე კიდევ ერთი საპროტესტო აქციაა დაანონსებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს