ახალი პარლამენტი ყველა იმ რეზოლუციის პროექტის განხილვაზე ამბობს უარს, რომელიც საგარეო მიმართულებით მმართველ გუნდს ოპოზიციამ შესთავაზა

XI მოწვევის პარლამენტმა ყველა რეზოლუციის პროექტის განხილვაზე თქვა უარი, რომელიც რუსეთ-უკრაინის, ასევე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკულ ალიანსში ინტეგრაციას შეეხებოდა და რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული.

გასულ კვირას, XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებმა წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი ინიციატივების განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელა. პარლამენტმა კი იმ კანონპროექტების ნუსხა დაამტკიცა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის გადმოჰყვა და რომელზეც მუშაობა ახალ პარლამენტში გაგრძელდება.

აღნიშნულ ნუსხაში ოპოზიციის არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ შევიდა.

განსახილველად წარდგენილ იმ საკითხებს შორის, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელება “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს, არის შემდეგი პროექტები: - რეზოლუციის პროექტი “უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ“; რეზოლუციის პროექტი “უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“; რეზოლუციის პროექტი “უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების შესახებ“; რეზოლუციის პროექტი “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ“; რეზოლუციის პროექტი “საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე“.

ყველა ამ რეზოლუციის პროექტის ავტორი და ინიციატორი ოპოზიცია იყო. წინა მოწვევის პარლამენტში მმართველი უმრავლესობა ოპოზიციის შეთავაზებების განხილვისგან თავს იკავებდა და პერმანენტულად განხილვის გადავადების გადაწყვეტილებას იღებდა. ახალმა პარლამენტმა კი, რეზოლუციის პროექტების განხილვა მიზანეუწონლად გამოაცხადა და დღის წესრიგიდან მოხსნა.

აღნიშნულ რეზოლუციებზე წამყვანი კომიტეტი პარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტი იყო, რომლის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის აზრით, “ეს რეზოლუციები აღარ არის დროული, მათი განხილვა ახალი მოწვევის პარლამენტში არც მიზანშეწონილია და შესაბამისად, მათი განხილვის პროცედურაც მიზანშეუწონელია“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში