გიგი წერეთელი - დღეს ამ შეხვედრის მიზანია, გავაკეთოთ ანალიზი, რა და რომელი სტრატეგია უნდა იყოს უფრო ეფექტური იმისთვის, რომ ზეწოლა გაძლიერდეს

ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ პროტესტის ფონი ძალიან ფართო და მასშტაბურია, რაც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან აცდენას და იმ პასუხს პროტესტზე, რაც ჩვენ ვნახეთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი წერეთელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეხვედრის მიზანია, გაკეთდეს ანალიზი, თუ რომელი სტრატეგია უნდა იყოს უფრო ეფექტური იმისთვის რომ [ხელისუფლებაზე] ზეწოლა გაძლიერდეს.

„როგორც პოლიტიკური პარტიების და კოალიციების წარმომადგენლებს, ასევე ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გვქონდა დისკუსია, რაც შეეხებოდა იმ ძალიან მძიმე ვითარებას, რომელშიც საქართველო დღეს დე ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯების და პოლიტიკის გამოა.

ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ პროტესტის ფონი ძალიან ფართო და მასშტაბურია, რაც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან აცდენას და იმ პასუხს პროტესტზე, რაც ჩვენ ვნახეთ.

დღეს ამ შეხვედრის მიზანია, გავაკეთოთ ანალიზი, რა და რომელი სტრატეგია უნდა იყოს უფრო ეფექტური იმისთვის, რომ ზეწოლა გაძლიერდეს. პროტესტი ზეწოლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, მაგრამ საგარეო ფაქტორი ასევე დიდი ხელისშემწყობია იმისთვის, რომ მმართველი გუნდი აიძულო შეცვალოს გადაწყვეტილებები, გააკეთოს კომპრომისი და არა ის, რომ მხოლოდ ჯიუტად, ძალმომრეობით მეთოდებზე იფიქროს და აბსოლუტურად წარმოუდგენელი, გაუგებარი და მიუღებელი კანონები მიიღოს არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს