ირაკლი კობახიძე - წყალტუბოს ახალი ქვესადგური ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია - შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყალტუბოში ახალი ქვესადგური - “წყალტუბო 500“- გახსნა.

პრემიერის შეფასებით, წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

პრემიერის თქმით, პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა.

“ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტის წარმატებით განხორციელებას.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ქვესადგურის - “წყალტუბო 500“-ის მშენებლობა დაასრულა.

წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, დასავლეთ საქართველოდან სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა და ახალი ჰესების საქართველოს ენერგოსისტემასთან დაკავშირება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდას და ქვეყნის ელექტროენერგიის როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.

პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 350 ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ პროექტი პასუხობს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე მსოფლიო ბანკის გარემოსა და სოციალური სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა გარემოსდაცვით ვალდებულებას. ჩვენი მთავრობის მხარდამჭერი სქემების მეშვეობით, გაგრძელდება ენერგეტიკული სიმძლავრეების გაზრდა და განახლებადი ენერგიების რესურსების ათვისება. მათ შორის, “ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში, განხორციელდება 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის - „ჯვარი-წყალტუბოს“ მშენებლობა, რომლის საშუალებითაც ქვესადგური „წყალტუბო 500“ ქვესადგურ „ჯვარი 500-ს“ დაუკავშირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს, თითოეულ ინჟინერს თუ მშენებელს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია