კახა კალაძე „სისულელეს“ და „ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „სისულელეს“ და „ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. მის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, „ნაცური“, რადიკალური პროპაგანდა ცრუ და მოკლე ინფორმაციებით ცდილობს, საკუთარი ამომრჩევლები და მხარდამჭერები გამოკვებოს“.

„ჩვეულებრივი სისულელე და ტყუილი. ესე იგი, რას აკეთებს ეს „ნაცური“, რადიკალური პროპაგანდა: რაღაც ერთდღიანი, ცრუ, მოკლე ინფორმაციით ცდილობს, რომ თავისი მხარდამჭერები და ამომრჩევლები გამოკვებოს. ატყუებენ, როგორც ატყუებდნენ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რომ არჩევნებს იგებდნენ, გაყალბებულ კვლევებს ტენიდნენ ამ ადამიანებს. შემდეგ, 26 ოქტომბერს საღამოს რვა საათზე აზეიმეს, შამპანურის ჭიქები უჭახუნეს ერთმანეთს და მთელი დავიდარაბა ჰქონდათ, რომ თითქოს არჩევნები მოიგეს. მერე გაირკვა, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ. ასეთი ცრუ აქტებით ცდილობენ, რომ რაღაც ერთსაათიანი, ერთდღიანი პიარკამპანიები აწარმოონ, მაგრამ ხალხი ხომ ყველაფერს ხედავს?! რეალობა დღეს ხომ ხელისგულზეა?! ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი, ვისაც პატარა ანალიზის შესაძლებლობა აქვს, რეალურად ხედავს რა პროცესები მიდის და საიდან, ვისგან იმართება ეს ყველაფერი. ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ ყველაფერში, რომ „ნაცმადიანი“, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია საქართველოში არ და ვერ მოხდება. ქვეყანაში გვექნება სიმშვიდე და მას ეკონომიკურად განვავითარებთ. ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენი მხრიდან გასაკეთებელია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, დღეს 2014 წელი არ არის და „აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა“.

„უბრალოდ, სახელმძღვანელოები დაუძველდათ, იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, ყველაფერი გაშიფრულია. დღეს 2014 წელი არ არის, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიღო, როგორ ხდება ფერადი რევოლუციები, რა სცენარით იმართება, ვინ მართავს ამ ყველაფერს, ყველაფერი გაშიფრულია, ყველაფერი ხელისგულზე დევს“,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია „არჩევნებში დამარცხებას ვერ ეგუება“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია