ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები ჩრდილოეთ კორეის დანაკარგების დამალვას ცდილობენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დამალონ, - ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.

„მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ბრძოლებში რუსული არმიის მხარეს იბრძვიან. ამ ძალების განადგურების შესახებ ბევრი დეტალი არსებობს. წინასწარი მონაცემებით, რუსები ჩრდილოეთ კორეელების დანაკარგების დამალვას ცდილობენ. უკრაინის თავდაცვის ძალები და ჩვენი დაზვერვა არკვევენ სრულ ინფორმაციას იმ რუსული ქვედანაყოფების რეალური დანაკარგების შესახებ, რომელშიც კორეელებიც არიან ჩართული. სამწუხაროდ, ჩვენც მათგანაც გვიწევს თავის დაცვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გუშინ განაცხადა, რომ 14 და 15 დეკემბერს რუსეთის კურსკის ოლქის რამდენიმე სოფელში ჩრდილოეთ კორეის არმიის ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს - საუბარია მინიმუმ 30 დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს