დონალდ ტრამპი - ვცდილობთ, შევაჩეროთ უკრაინაში მიმდინარე ომი - უკრაინის აღდგენას 100 წელი დასჭირდება

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის შედეგად განადგურებული უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება.

„უყურებ ზოგიერთ ქალაქს და არც ერთი შენობა არ დგას. ეს არის 100 წლიანი რეკონსტრუქცია. 100 წელი დასჭირდება მის აღდგენას და ვერასდროს გექნება ისეთი, როგორიც იყო. რა სირცხვილია. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ცდილობენ, რუსეთ-უკრაინის ომი შეაჩერონ და ამ მხრივ მცირე პროგრესიც არის.

„ვცდილობთ, შევაჩეროთ ომი, ის საშინელი ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. მცირე პროგრესი გვაქვს. საზიზღრობაა. ადამიანები კლავენ ერთმანეთს იმ დონეზე, რომელიც არავის უნახავს. ძალიან სწორი ველებია და ერთადერთი, რაც აჩერებს ტყვიას, არის სხეული, ადამიანის სხეული. ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ორივე მხრიდან იღუპებიან, ასტრონომიულია. მსგავსი არაფერი მინახავს. არავის მსგავსი არაფერი უნახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს გეგმავს.

“ზელენსკი მზად უნდა იყოს გარიგებისთვის და პუტინმაც უნდა დადოს გარიგება“, - აღნიშნა ტრამპმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია